საშობაოდ დაკლული ღორის ნაწლავებისაგან ამზადებენ კუპატს. ძალიან დიდ
ხანს და ყურადღებით რეცხავენ ნაწლავებს (სოდით, მარილით ან ღერღილით). აარჩევენ
თანაბარი ზომის რამოდენიმე ნაწლავს და შეინახავენ ცალკე. დანარჩენს გაავლებენ
ნელთბილ წყალს და დადგამენ მოსახარშად ღორის ფილტვთან, ღვიძლთან და ელენთასთან
ერთად. მოხარშულ ნაწილებს დაჭრიან წვრილად მოაყრიან ქონდარს, მარილს, წითელ
წიწაკასდა ბროწეულის მარცვლებს. მიღებულ
მასას ჩატენიან მოუხარშავ გადაბრუნებულ ნაწლავებში. მოუკრავენ თავს და
ჩამოჰკიდებენ ჰაერზე ან კვამლზე გასაშრობად. ასეთიწესით დამზადებული კუპატი გაზაფხულამდე
ინახება. სუფრაზე მიიტანება შამფურზე ან ტაფაზე შემწვარი ტყემლის საწებელთანდა ღომთან ერთად.
ისევე, როგორც მთლიანად სვანური სამზარეულო, უნიკალურია სვანური
ზისხორა - სისხლის ძეხვი, რომელსაც სვანები სადღესასწაულოდ ამზადებენ. მისი
მომზადება სვანეთში მთელი რიტუალია. ღორის სისხლს გადაწურავენ, ურევენ ნაფერდალის
ქონს, წვრილად დაკეპილ ხახვს, ნიორს, წიწაკას, უცხო სუნელს, კამას და მარილს.
ხელით ურევენ და თან სისხლი დედდება. შენელებული სისხლის მასა თავსდება წინასწარ
კარგად გარეცხილ ნაწლავებში. თითო ძეხვის სიგრძე 40-45 სმ-ია. ნაწლავს ჯერ კანაფის
ძაფს მოუჭერენ, შემდეგ ასხამენ სისხლის მასას. ცალკე მზადდება გულ-ღვიძლის კუპატი.
გულ-ღვიძლს ცოტა ხნის განმავლობაში ხარშავენ, ჭრიან, უმატებენ ქონს, ხახვს, სანელებლებს
- ამ შემთხვევაშიც უცხო სუნელი, კამა, წიწაკა და მარილი არის მთავარი არომატული
დანამატები. დატენიან ამ მასით ნაწლავებს და მოამზადებენ კუპატებს. ზოგი
გულ-ღვიძლს ფილტვსაც უმატებს. ცალკე კეთდება დაფარშული ღორის კუჭი - კუჭსა და
წვრილ ნაწლავებს ბადე ქონთან ერთად მოწალავენ, შემდეგ ქონსა და ნაწლავებს ძალიან
წვრილა
... კითხვის გაგრძელება »
ღორის ქონს ვჭრით შუაზე და ვუსმევთ: მარილს, სვანურ მარილს, ვაყრით
დანაყილ ნიორს და წითელ წიწაკას და თავზე მეორე ნაჭერს ვადებთ.კარგად ვკრავთ ძაფით
და ვახვევთ პერგამენტის ქაღალდში.
ღორის ან ძროხის ხორცის საკმაო ზომის რბილ ნაჭრებს ოდნავ დასერავენ და
ხის გობში დაამარილებენ ათი დღის განმავლობაში. შემდეგ გარეცხავენ ცივ წყალში და
გაჰკიდებენ მზეზე გასახმობად, გამხმარ აპოხტს დაჭრიან პატარა ნაჭრებად და
დაამარილებენ რაიმე ჭურჭელში, რომ რბილად და დიდხანს შეინახონ.