ორცხობილის ნამცხვარი
მასალა:
ორცხობილია -1კგ.
კრემი:
სგუშონი - 1ქილა
კარაქი - 100 გრ.
ვანილი - 2ც.
პურის ფქვილი - 4-5 ს/კ.
შაქარი - 0,5 ჭ
შიგთავსი:
ბანანი და ფორთოხალი გემოვნებით.
მომზადება:
სგუშონს დავასხათ 1 ლ. წყალი, დავამატოთ შაქარი, ფქვილი, კარაგად ავურიოთ, დავდგათ გაზქურაზე (ნელ ცეცხლზე) და განუწყვეტლივ ვურიოთ შესქელებამდე, შემდეგ დავამატოთ ქარაქი, ვანილი, გადმოვდგათ გაზქურიდან გავაცივოთ და წავუსვეთ ორცობილებს.
პირველი ფენა ორცხობილა, მეორე ფენა კრემი, მესამე ფენა ხილი, მეოთხე ფენა ისევ ორცხობილა და ა.შ.