ბატკნის ჩაქაფული
ბატკნის ხორცს (მთლად ქორფა არ გინდათ!) გარეცხავთ, ძვლიანად დაჭრით
(არ მსხვილ, არც წვრილ, უფრო საშუალო ნაჭრებად) და ჩააწყობთ ქვაბში, იქვე დაუდებთ
ცოტა დუმის ქონს, წვრილად დაჭრილს). დადგამთ ძალიან ნელ, ლამის მბჟუტავ ცეცხლზე და
ადუღებთ იმ საკუთარ წვენში, რომელიც გამოუვა. გარეშე წყალს საერთოდ არ დაასხავთ
არც ერთ ეტაპზე. თუ ამოშრა ხორცის მომზადებამდე, დაუმატებთ ღვინოს. რომ ამოშრება სითხე
და ხორციც მომზადდება , დაასხით ისევ ღვინო (ცოტა!). დააყარეთ ერთი ფენა
ნახევარალყებად დაჭრილი ხახვი. პარალელურად დაჭერით ბლომად ქინძი, იმის ნახევარი
ოხრახუში და ერთი ბეწო ნიახური + ბლომად ახალი ხახვი + გრძელი კახური წიწაკა
(გემოზე), აურიეთ ერთმანეთში და მოზადებულ ხორცს დაადეთ ეს ყველაფერი ფენად.
დაუმატეთ ტყემალი (მე კონსერვირებული მირჩევნია ხოლმე, მაგრამ ახალიც კარგია, თუ
მწარე არ არის) გემოზე. ბლომად ქორფა ტარხუნა დაჭერით მსხვილად, ან, თუ ღერო
მაგარი აქვს, ეგ ღერო გამოაცალეთ, დატოვეთ მხოლოდ ფოთლები და აღარ დაჭრათ და ეგ
ტარხუნაც ზემოდან დაადეთ ფენად. ფენები უნდა ისეთი იყოს, რომ მათ ქვეშ
...
კითხვის გაგრძელება »