ხაში თბილისურად
მასალა:
ძროხის ფაშვი 1ც.
ძროხის ნაწლავები 1ც.
ძროხის ფეხები 4ც.
ნიორი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარგად გაასუფთავეთ და თბილ წყალში გარეცხეთ ძროხის ფაშვი, ნაწლავები,
ფეხები, ჩაყარეთ ადუღებულწყლიან ქვაბში და დაადგით ცეცხლზე. ადუღდება თუ არა,
წვენი გადაღვარეთ, დაასხით ზედ ადუღებული წყალი და ხარშეთ, სანამ წვენი არ
შესქელდება და ფეხები კარგად არ ჩაიხარშება. სუფრაზე მიტანის წინ შეაზავეთ მარილით
და დანაყილი ნივრით. თუ გსურთ, სუფრაზე მიტანისას ცალკე ჭურჭლით მიიტანეთ დანაყილი
ნიორი და ღვინის ძმარი. ხაშთან ერთად მაგიდასთან მივიტანოთ თონის პური (ლავაში),
სასურველია წინა დღისა, ხაში შეიძლება მოვხარშოთ მხოლოდ ჩლიქებისაგან, ან მხოლოდ
ფაშვისაგან.
|