ჯურჯალი
მასალა:
1 კგ. ძროხის ხორცი
0.5კგ. ღორის ხორცი
200 მლ. წყალი
1 ს/კ. ძმარი
0.5კგ. ხახვი
200 გრამიანი ჭიქა კოწახური
ნიორი, ხმელი ქონდარი, პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ძროხისა და ღორის ხორცი დავჭრათ პატარა კუბიკებად და წყალსა და
ცოტაოდენ ძმარში ერთად მოვხარშოთ საშუალო სიმხურვალის ცეცხლზე. როდესაც ხორცი მოიხარშება, წვენი გადმოვასხათ ცალკე ქვაბში და
ამავე წვენში მოვთუშოთ ხახვი. შემდეგ, ეს მასები (წვენში მოთუშული ხახვი და ხორცი)
შევაერთოთ და დავამატოთ ნიორი, ქონდარი, მარილი და პილპილი.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: საფერავი.
|