სუპი თათარიახნი
მასალა:
საქონლის მკერდი 500გრ.
სტაფილო 1ც.
ხახვი 1 თავი
დაფნის ფოთოლი 1–2ც.
ნიახური, ოხრახუში, კამა, წიწაკა, ნიორი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ცხიმიანი საქონლის მკერდის ნაჭერი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ
პატარა ნაჭრებად, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი ისე, რომ დაიფაროს ხორცი,
შემოვდგათ ცეცხლზე, მოვქაფოთ და მოვხარშოთ. ხარშვის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე
დავამატოთ რგოლებად დაჭრილი სტაფილო, ოხრახუშისა და ნიახურის "თაიგული"
(ერთად შეკრულ ორ-ორი ღერი მწვანილი), დაფნის ფოთოლი, წიწაკა და მარილი. მაგიდასთან მიტანის წინ სუპს მოვაყაროთ წვრილად
დაჭრილი ოხრახუში. დანაყილი ნიორი მივიტანოთ ცალკე. მისაყოლებლად რეკომენდირებული
ღვინო: ტრადიციული წესით დაყენებული რქაწითელი. არაყთანაც მიდის.
|