ჯიგრის ყაურმა
მასალა:
1 ღორის ჯიგარი და ბადე-ქონი
500გრ. ხახვი
2 კონა ქინძი
2 ს/კ. ხმელი ქონდარი
1 ჩ/კ. ძირა
1 ჭიქა ტყემალი ან პომიდვრის საწებელი
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
წვრილად დაჭრილი ჯიგარი და ბადე-ქონი გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში. დავდგათ გაზქურაზე, სითხეს როდესაც ჩაიშრობს, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ როცა მოითუშება ხახვი, დავამატოთ
სანელებლები, დაჭრილი ქინძი, ტყემალი ან პომიდვრის საწებელი, ცხელი წყალი -
სასურველი სისქის მისაღებად და ვადუღოთ ხორცის სრულ მომზადებამდე.
|