ქათამი იმერულად
მასალა:
ქათამი
ხახვი 2-3 თავი
ხმელი სუნელი 1 ს/კ.
ქინძი 3 ძირი
ნიგოზი 1 ჩ/ჭ.
ძმარი 0,5 ჩ/ჭ.
ნიორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარგად გასუფთავებული მსუქანი ქათამი დავჭრათ. მოვათავსოთ ქვაბში და
მოვშუშოთ. ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კარგად მოვხრაკოთ, შეწითლებამდე.
წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა, მარილი, ნედლი ქინძი.
ყველაფერი გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წყალი და დავასხათ მოხრაკულ ქათამს. 5-10
წუთის დუღილის შემდეგ. კერძი მზად იქნება.
|