ფუნთუშს ზელენ რძით და საფუარით. გემოვნებით მარილს უკეთებენ და
,,წმინდა ერბოსაც" შეაზელენ.როცა ცომი გაღვივებულია, გამოსაცხობად მიაქვთ
ფურნეში. ამოიღებენ პატარა გუნდებს, აწყობენ რუკაზე „თავს აიღებს", წაუსვამენ
ათქვეფილ კვერცხს, გახვრეტავენ შუაში ხელით ან მისცემენ ოდნავ მოგრძო ფორმას და
ისე აცხობენ.
გასაკუთრებულად გემრიელია ახალგორული "ფურცლიანი" ქადა,
რომელიც თონეში, ფურნეში ან ჩვეულებრივ გაზქურაშიც ცხვება. რამდენიმე გუნდა ცომს
აბრტყელებენ, ყოველ ფენას ერბოს უსვამენ და შაქრავენ. ბოლო ფენას მოაყრიან გულს (
შაქარი, ფქვილი, ერბო), ამოუკეცავენ გვერდებს ლამაზად ყვავილისებურად და აცხობენ.
ცომი იზილება ნაბეღლავით ან მაწონით, ცომს ცხიმი არ უნდა. სოდა -
ძალიან ცოტა. ცომი უნდა იყოს ძალიან ნაზი, ხელზე უნდა ეწეპებოდეს. ერთი თითის
სისქეზე ბრტყელდება ტაფაზე ან ჟაროვნაზე. ზემოდან ედება: იმდენი ყველი, რომ
გაბრტყელებული ცომის სისქე გამოვიდეს. ყველშიუნდა აიზილოს კვერცხები გულიან-ცილიანად. 1 კგ. ყველს ჭირდება დაახლოებით
4-5 კვერცხი. როცა ყველი ცომზე გასწორდება, საკმაოდ ახლო-ახლო უნდა ჩაეწყოს
კარაქის ნაკუწები. დავდებთ ცხიმწასმულ ტაფაზე და გამოვაცხობთ. ცხვება, სანამ
ზემოდან არ გაწითლდება.გამოდის სქელი,
ფუმფულა, ყველი რაღაც ცალ-ცალკეა გამდნარი - მოხარული ბრინჯივით.
სუფთად გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვზილოთ რძესა და მაწონში. ავურიოთ
ერთი-ორი კვერცხი. ამოვაგუნდაოთ გუნდა გავყოთ 2 ნაწილად და გავაბრტყელოთ, ერთი
ფენა დავდგათ გახურებულ ქვის კეცზე, მოვაყაროთ 5-6 ჩაის ჭიქა დაფხვნილი იმერული
ყველი, დავაფაროთ ზემოდან ცომის მეორე ნახევარი და გავაბრტყელოთ. ზემოდან მოვასხათ
დაფხვნილი ყველისა და კვერცხის ნარევი. დავადოთ ნაკვერცხლები და გამოვაცხოთ
გაწითლებამდე. ზემო სვანეთში ასეთ ხაჭაპურს