შექერბურა
მასალა:
კარაქი 200გრ.
პურის ფქვილი რასაც შეიზელს
მწკივი მარილი
შაქარი, ნიგოზი და დარიჩინი გემოვნებით.
მომზადება:
კარაქს დავაყაროთ პურის ფქვილი რამდენსაც შეიზელს.
დავუმატოთ მარილი. ნახევარი საათით შევდოთ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან, გავაბრტყელოთ 0,5 სმ
სისქეზე და ამოვჭრათ რგოლები. თითოეულ რგოლზე დავდოთ თითო ჩაის კოვზი დაფქული
ნიგვზის, დარიჩინისა და შაქრის ნარევი, გადავკეცოთ მთვარისებურად, გავუკეთოთ
ლამაზი ნაწიბური, ზემოდან ჩანგლით დავხაზოთ და ცხელ ღუმელში გამოვაცხოთ. სუფრაზე
მივიტანოთ თაფლთან ერთად.
|