მესხური (ბიში)
მასალა:
პურის ფქვილი 500გრ.
საფუარი (დროჟი) 1 ს.კ. (ადრე იყენებდნენ
ცომის ხაშს, უფრო მომჟავო გემო დაკრავდა ბიშებს, რაც ძალიან კარგი იყო)
წყალი 11/3 ჩ.ჭ
ცოტა მარილი.
მომზადება:
თბილ წყალში გავხსნათ საფუარი, გავაჩეროთ 10
წუთი და დავამატოტ მარილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი (ცომი უნდა იყოს ძალიან ნაზი
და ხელებს უნდა ეკვროდეს, თუ ძალიან თხელი გამოვიდა ცომი ოდნავ ფქვილი შევაზილოთ).
მომზადებული ცომი დავდგათ გასაფუებლად. როდესაც ამოვა ცომი, ავიღოთ მუჭისხელა
გუნდები, მოვაგუნდავოთ და გავაჩეროთ 15 წუთი. შემდეგ გავშალოთ თხლად და ზეთიან
ტაფაში შევაწითლოთ. მოვაყაროთ შაქარი და მივირთვათ, ან ჩავუდოთ უშაქრო ბიშს ყველის
ნაჭერი, უმჯობესია ჩეჩილი, გადავახვიოთ და მივირთვათ.
|