გურული (ბრინჯულა)
ცომი იზილება ნაბეღლავით ან მაწონით, ცომს ცხიმი არ უნდა. სოდა -
ძალიან ცოტა. ცომი უნდა იყოს ძალიან ნაზი, ხელზე უნდა ეწეპებოდეს. ერთი თითის
სისქეზე ბრტყელდება ტაფაზე ან ჟაროვნაზე. ზემოდან ედება: იმდენი ყველი, რომ
გაბრტყელებული ცომის სისქე გამოვიდეს. ყველში
უნდა აიზილოს კვერცხები გულიან-ცილიანად. 1 კგ. ყველს ჭირდება დაახლოებით
4-5 კვერცხი. როცა ყველი ცომზე გასწორდება, საკმაოდ ახლო-ახლო უნდა ჩაეწყოს
კარაქის ნაკუწები. დავდებთ ცხიმწასმულ ტაფაზე და გამოვაცხობთ. ცხვება, სანამ
ზემოდან არ გაწითლდება. გამოდის სქელი,
ფუმფულა, ყველი რაღაც ცალ-ცალკეა გამდნარი - მოხარული ბრინჯივით.
|