მოხეური დაკეპილი ხინკალი
მასალა:
ცომი:
ფქვილი 1კგ.
მარილი გემოვნებით.
შიგთავსი:
ხბოს ან ცხვრის ხორცი 500–700გრ.
კვლიავი, მთის ქონდარი, ძირა, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ მარილი, წყალი და კარგად მოვზილოთ (ცომი უნდა მოვზილოთ მაგარი), მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ, ჭიქით გამოვჭრათ რგოლები და ისინიც გავაბრტყელოთ. თითოეულ ცომზე მოვათავსოთ მომზადებული შიგთავსი და შევახვიოთ. ხინკლები ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში. როცა ყველა ხინკალი ამოტივტივდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ ამოვიღოთ სასურველ ჭურჭელზე.
შიგთავსის მომზადება:
ხორცი წმინდად დავნაყოთ (დავკეპოთ), დავამატოთ მთის ქონდარი, ძირა, წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ.
|