![](/14/2928.jpg)
სვანური
(ჭვიშტარი)
სუფთად გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვზილოთ რძესა და მაწონში. ავურიოთ
ერთი-ორი კვერცხი. ამოვაგუნდაოთ გუნდა გავყოთ 2 ნაწილად და გავაბრტყელოთ, ერთი
ფენა დავდგათ გახურებულ ქვის კეცზე, მოვაყაროთ 5-6 ჩაის ჭიქა დაფხვნილი იმერული
ყველი, დავაფაროთ ზემოდან ცომის მეორე ნახევარი და გავაბრტყელოთ. ზემოდან მოვასხათ
დაფხვნილი ყველისა და კვერცხის ნარევი. დავადოთ ნაკვერცხლები და გამოვაცხოთ
გაწითლებამდე. ზემო სვანეთში ასეთ ხაჭაპურს
ჭვიშტარს უწოდებენ და ქვემო სვანეთში კი ლუკნარს.
|