წიწაკა
წიწაკა ამერიკიდან კოლუმბმა შემოიტანა და ფართოდ გავრცელდა კულტურაში. დღეისათვის ასეულობით კულტურული ჯიშია გამოყვანილი, რომლებიც ერთმანეთისაგან მრავალი მახასიათებლით, მათ შორის, სიცხარით განსხვავდებიან. მედიცინაში გამოიყენება მხოლოდ ცხარე ჯიშები. ამ ჯიშებს უცხოეთში ,,პილპილს", ხოლო ტკბილ ჯიშებს ,,პაპრიკას უწოდებენ. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ოფიცინალური სახეობაა მხოლოდ წიწაკა ერთწლიანი Capsicum annuum L . სამედიცინო მნიშვნელობა აქვს მეორე ცხარე სახეობასაც გრძელი წიწაკა - Capsicum longum D.C., .სხვა სახეობები, მათ შორის კოლუმბიური წიწაკა Capsicum frutescens L., Capsicum baccatum L. არაოფიცინალურია და აქ აღწერილია, როგორც თანამდევი მარკეტინგული პოზიცია. ერთწლიანი წიწაკა - Capsicum annuum L., ძაღლყურძანასებრთა - Saloanaceae ოჯახს მიეკუთვნება. ნახევრად ბუჩქოვანი მცენარეა, სიმაღლით 40–80 სანტიმეტრი. ღერო წახნაგოვანი ფორმისაა, იშვიატად შებუსული. ფოთლები გრძივი ან მომრგვალო - ელიფსური, კიდემთლიანი, გრძელყუნწიანი. ყვავილები მარტოულია ან ლონებადაა ,ფერად თეთრი ან იისფერი. ნაყოფი მრავალთესლიანი რბილობიანი კენკრაა, წითელი ფერის. ნაყოფის კუტიკულას ქვეშ განლაგებულია ჯირკვლოვანი უჯრედები, რომლებიც გამოყოფს ძირითად ნივთიერებას კაპსაცინს. სამედიცინო ნედლეულია წიწაკის ნაყოფი - Fructus Capsici. ნაყოფს კრეფენ დამწოფების შემდეგ, აშრობენ მზეზე. ნედლეული ფარმაკოპეული აღწერა ,,ნაყოფი კონუსისებრი ფორ
...
კითხვის გაგრძელება »