სალათის ფოთლები
სალათი
განსაკუთრებულ
ფასეულობას
იძენს როდესაც საქმე ეხება მასში შემავალ ფოლაცინს. ეს ვიტამინი იკარგება თერმული დამუშავებისას. ღვიძლში, ხორბალსა და ჭვავის ფქვილში ის უხვადაა, მაგრამ ამ პროდუქტებს უმად ვერ მიირთმევ, ხოლო გაცხელებისას ფოლაცინის 80% იკარგება. სხვა საქმეა ფოთლოვანი კულტურები და მათ შორის სალათი. ამ ვიტამინის სახელწოდებაც მოდის ლათინური "ფოლიუმ"-იდან, რაც ფოთოლს ნიშნავს. ფოლაცინი ყველასათვის აუცილებელია, ის ერითროციტების ფორმირებისთვისა,
შაქრის ათვისებიშტვის არის საჭირო. განსკუთრებით მნიშვნელოვანი კი მომავალი დედებისათვის და ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვისაა.
კუჭ-ნაწლავის დაავადებებთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია ფოლაცინისა და ბეტა-კაროტინის (პროვიტამინი A) ერთობლიობა. ბეტა-კაროტინი კი სალათში ისეთივე რაოდენობითაა როგორც ამ ვიტამინის სხვა მნიშვნელოვან წყაროში ტკბილ წიწაკაში. სალათი შეიცავს ბევრ ორგანულ მჟავებს, რომელთა ნაწილი თავის მხრივ ებრძვის პათოგენურ მიკროორგანიზმებს.
წყარო:
ira-gar.blogspot.com
|