კონიაკს საკმაოდ დიდი ხნის და ბურუსით მოცული ისტორია აქვს. ყურძნის წარმოების დაწყება ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნესთან არის დაკავშირებული. თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე რომაელებმა ვენახის გაშენება დაიწყეს. მოგვიანებით, მესამე საუკუნის ბოლოს, რომის იმპერატორმა პრობუსმა მეღვინეობით დაკავებისათვის უფლებები გააფართოვა. მე-12 საუკუნეში, ჰაიენის ჰერცოგის გილიომ X-ისა (Guillaume X) და გრაფ პუატიეს წყალობით, ლა როშელის ირგვლივ, დიდი ვენახი გაჩნდა, რომელსაც პუატუს ვენახი უწოდეს. შემდგომ საუკუნეში ამ ყურძნისგან ღვინოს აყენებდნენ, რომელიც არამარტო საფრანგეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც იყიდებოდა. ნავების ერთ-ერთი სადგური, რომელიც მდინარე შარანტის აუზში მდებარეობდა, თავისი ვენახების ხარისხითა და სიძველით ყველასგან გამოირჩეოდა. ამ სადგურს კონიაკი ერქვა. მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ჰოლანდიური გემები ამ ტერიტორიაზე ცნობილი ღვინოების-შამპანისა და ბორდერისთვის შედიოდნენ. ასე იქცა საფრანგეთი ევროპაში ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნად. ადგილობრივი ყურძნისგან იმდენი ღვინის წარმოება დაიწყეს, რომ მისი შეგროვება გართულდა. სასმელის ხარისხი დაეცა. დაბალალკოჰოლური და მჟავ
... კითხვის გაგრძელება »
რომის ისტორია საუკუნეებს ითვლის და თავის სეხნიასავით, იმპერატორებიც ჰყავდა და რესპუბლიკური ხანაც გამოიარა, მან რევოლუციებსაც გაუძლო და გადატრიალებებსაც. ზოგჯერ ამგვარი არეულობები რომის გამოც ხდებოდა, მიზეზი კი სასმლის აკრძალვაც ყოფილა, ანდა მისი ზედმეტი მოხმარება. მკითხველს შევახსენებ, რომ ამ სასმელს შაქრის ლერწმისგან მიღებული ტკბილი წვენიდან ხდიან და მკვლევარებიც პირველ რომად სწორედ ამ მასალიდან დამზადებულ სასმელს მიიჩნევენ. არსებობს რამდენიმე ვერსია. როგორც ამბობენ, ძვ. წ. 9-ე საუკუნეში ინდოეთში არსებობდა სასმელი სახელწოდებით gaudi, რომელსაც შაქრის ლერწმის წვენისგან ამზადებდნენ, სხვებს კი ძველი ეგვიპტისკენ უჭირავთ თვალი და ამტკიცებენ, პირველად ლერწმისგან მათ გამოხადესო. ასეთ ცნობებს ჩინურ წყაროებშიც შეხვდებით და ძველ მალაელებსაც ცოდნიათ თურმე სასმელი brum. ევროპაში შაქრის ლერწამი პირველად ალექსანდრე მაკედონელის მეომრებს ჩამოუტანიათ, გაწყვეტილი ტრადიციის შემდეგ კი ხელახლა ეს მცენარე ჯვაროსნებს აღმოუჩენიათ თავიანთი ლაშქრობების დროს და მადეირასა და კანარის კუნძულებზე დაუნერგავთ. 14-ე საუკუნეში მარკო პოლოც წერდა "შესანიშნავი შაქრის
... კითხვის გაგრძელება »
ჯინი ჯინი ინგლისსა და მის კოლონიებთან ასოცირდება. თუმცა, მისი ისტორია ჰოლანდიაში, XVII საუკუნეში დაიწყო. ჯინი დოქტორ ფრანცისკუს დე ლა ბოიმ გამოიგონა 1650 წელს. ის ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი იყო და საზოგადოება დოქტორ სილვიუსად უფრო იცნობდა. სხვა ალკოჰოლური სასმელების მსგავსად, ჯინის გამოგონებაც სამედიცინო მიზნებს უკავშირდება. დოქტორ სილვიუსი ცდილობდა, გამოეგონებინა თირკმელების დაავადებების სამკურნალო იაფი, მაგრამ ეფექტური შარდმდენი საშუალება. მან შარდმდენი თვისების მქონე ორი კომპონენტი, ღვიის ზეთი და მარცვლეულის სპირტი შეაზავა. გამოგონებას დოქტორმა "ჯენევერი" უწოდა, რაც ფრანგულად ღვიას ნიშნავს. რეცეპტი რევოლუციური იყო არა იმიტომ, რომ მასში ღვიის ზეთი გამოიყენებოდა (ღვია იქამდეც ხშირად იხმარებოდა სხვადასხვა სასმელში), არამედ იმიტომ, რომ მისი კომპონენტი მარცვლეულის სპირტი გახლდათ. დოქტორ სილვიუსამდე სასმელები ყურძნის ან სხვა ხილისგან მზადდებოდა. შოტლანდიელები და ირლანდიელები ვისკის მარცვლეულისგან ამზადებდნენ და დიდი მოთმინებით აძველებდნენ ხის კასრებში. მარცვლეულით დამზადებული დაუძველებელი (ყოველ შემთხვევაში XVII საუკუნის ტექნოლოგიებით
... კითხვის გაგრძელება »
შამპანური, ანუ შამპანური ღვინო ცქრიალა ღვინოა, მიღებული ბოთლში ღვინის მეორადი ფერმენტაციით კარბონაციის ეფექტის მისაღებად. ღვინოს სახელი საფრანგეთის რეგიონის ”შამპანის” ჰქვია. კოლოქვიალურად ტერმინს ”შამპანური” ზოგადად შუშხუნა ღვინოს უწოდებენ, თუმცა ღვინის ენთუზიასტების მტკიცებით ის მხოლოდ იმ ღვინის სახელია, რომელიც შამპანის რეგიონშია მოყვანილი. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შამპანის რეგიონს გარეთ წარმოებული ცქრიალა ღვინოს მარკეტინგი სახელწოდებით ”შამპანური” არალეგალურია.
ისტორია
ბენედიქტის მონასტრის ოტვილიერის სააბატოს ისტორიის მანძილზე, რომელიც საფრანგეთის პროვინცია შამპანში მდებარეობს, მხოლოდ ერთხელ არ აღსრულდა ცისკრის ლოცვა. ეს მოხდა ადრეული შემოდგომის დილას, 1668 წელს, როცა მონასტრის მევენახე პიერ პერინიონმა აბატს გასასინჯად მის მიერ მომზადებული სასმელი მიართვა. მღვდელმა ერთი ბოკალი სასმელი დალია, მეორეც, მესამეც... იმ დღეს იგი თავისი სულიერი ძმების წინაშე არ წარმდგარა. ქაფიანმა ღვინომ პოპულარობა სწრაფად მოიხვეჭა. იმის გამო, რომ მისი საიდუმლოს ამოცნობას დიდი ხნის მანძილზე ვერავინ ახერხებდა, თავიდან შამპანური პროვინციის ცნობილ ღვინოებთან შედა
... კითხვის გაგრძელება »