მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » კამა (ცერეცო)
01:25
კამა (ცერეცო)


კამა (ცერეცო)

 

ქართულ ლიტერატურაში კამის იდენტიფიკაცია და სახელდება არაცალსახია. სინონიმებად გვხვდება დასახელებები კამა სურნელოვანი, ბოსტნის კამა,  ცერეცო ,  ევროპული კამა,  ქართული კამა,  ცერეცო და .. აქ აღრეულია სახეობები,  ჯიშები . ამ საკითხებში გარკვევა ამ ეტაპზე არაა ჩვენი მიზანი. აღვნიშნავთ,  მხოლოდ რომ:

 

) ჩვენ,  თუკი სხვა რამ არაა მითითებული ჩვენ საუბარი გვაქვს მხოლოდ  Foeniculul vulgarae Mill. და მას ,,დიდ კამას" ვუწოდებთ

 

) აიგივებს დიდ კამას და ცერეცოს. სხვა წყაროებით ცერეცო არის Anetrum graveolens l.

 

გარდა Anethum graveolens L.. გაყიდვაში გვხვდება აგრეთვე ინდური ან იაპონური კამა (Anethum sowa Rox P.),  რომელიც ვიზუალურად Anethum graveolens L.. - საგან ძნელი განსასხვავებელია. ინდური კამა მდიდარია დილაპიოლით და ღარიბია კარვონით. მის ნაყოფს გააჩნია შედარებით მაღალი ხვედრითი წონა. ბოლო წლებში,  ბაღებსა და ბაგვხვდება რაღაც სხვა,  მონათესავე სახეობებიც,  რომელთა იდენტიფიკაცია ჩვენ ვერ შევძელით და არც შედიოდა ჩვენს მიზნებში. საზოგადოდ,  კამის და მსგავსი სახეობების სამეცნიერო და საბაზრო იდენტიფიკაცია გასაკეთებელია. ამ სტატიას ამგვარი პრეტენზია არა აქვს.




დიდი კამა - Foeniculum vulgarae Mill



დიდი კამა - Foeniculul vulgarae Mill., ქოლგოსანთა - Apiaceae (umbelliferae). ძველთაგანვეა შეტანილი კულტურაში. ველური კამა მრავალწლოვანი მცენარეა, კულტურული ორწლოვანი. ღერო სწორმდგომია, მეტრზე მაღალი, მომრგვალო ფორმის, გრძივად გასდევს ვიწრო ღარები. ფოთლები ძლიერ დანაკვთულია. ინვითარებს ქოლგა ყვითელ ყვავილედს. ნაყოფები ორთესლურაა - მოგრძო, ცილინდრისებური ფორმის. ადვილად იშლება თესლურებად. თესლები (თესლურა) მოგრძოა, ფუძემომრგვალებული. შევიწროებული წვერო ბუტკოსზედა დინგით მთავრდება. თესლების ზურგის მხარე ამოზნექილია, გასდევს 5 ამოზნექილი ღია ფერის წიბოებით და მუქი ფერის ღარები. ღარებისა და ზოლებისქვეშ გადიან ერთეული არხები, რომლებიც კარგად ჩანს თესლის განივ ჭრილში. თესლები წაბლისფერი, მომწვანო-ნაცრისფერი ან ყვითელია. აბსოლუტური წონა მერყეობს 3, 5-6, 0 გრ. ფარგლებში. ყვავილობს ივლისიდან სექტემბრამდე, ნაყოფი მწიფდება ოქტომბერში. დიდი კამას სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები ითვლება. ძირითადად ზღვის სანაპირო ზოლშია გავრცელებული, მაგრამ გვხვდება ყველგან. ხშირად გაველურებულია. დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ აჭარაში. 2009 წლის მონაცემებით საერთაშორისო ბაზრის ძირიტად მიმწოდებელია ბულგარეთი და რუმინეთი . ფარმაცევტულ წარმოებას უფრო ინდოეთი და უნგრეთი ამარაგებს. საქართველოდან ექსპორტს აქვს რეალური პერსპექტივა.


ოფიცინალური ნედლეულია:

ა) დიდი კამას ნაყოფი - Fructus Foeniculi

ბ) დიდი კამას ნაყოფებისაგან მიღებული ზეთი.

ნაყოფების ფარმაკოპეული აღწერა ასეთია: ,,ნაყოფი ორთესლურაა, შრობისას თესლები ერთმანეთს ცილდება. თესლურა მოგრძოა, თითქმის ცილინდრული ფორმის, შიშველი. წვერში ემჩნევა ხუთკბილა ჯამის ნარჩენები და ბუტკოს დისკი ორი დაშორიშორებული სვეტით, . მერიკარპიუმის გარეთა მხარე ამოზნექილია, შიგნითა - ბრტყელი. თითოეულ თესლურას აქვს 5 ნათლად გამოსახული, ბლაგვი წიბო. აქედან სამი ამოზნექილ მხარეზე, ხოლო ორი უფრო განვითარებული - გვერდებზე. არხები ღარტაფებში მარტოულია - დიდი ზომის. მერიკარპიუმში ერთი თესლია, გარენაყოფთან შეზრდილი. ნაყოფის ფერი მომწვანო-მურა, სუნი სუსტი, არომატული, გემო მოტკბო-სანელებლის." ეთეროვანი ზეთი ნაყოფებში 6%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. კამის ეთერზეთი უფერო, დამახასიათებელი სუსტი სუნის სითხეა. დიდი კამას ნაყოფების მთავარი კომპომენტები, რომლებიც მის ფასს განსაზღვრავს არის : ანეტოლი და ფენხონი. ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში დიდი კამის ნაყოფებზე გაწერილია შემდეგი ნივთიერებები და ჯგუფები:α- პინენი, α- ფენალდრენი, ანეტოლი, ანისულის მჟავა, მეთილხავიკოლი, ნისულის ალდეჰიდი, სიტოსტერინი, სტიგმასტერინი, უმბელიფერონი (კუმარინი), ფენოლკარბონის მჟავები, ფენხონი, ფლავონოიდები, ქვერცეტინ- 3-არაბინოზიდი, ქვერცეტინი, ცილები, ცხიმოვანი ზეთი. ძალიან ქვიშიანი და ჭაობიანი ნიადაგის გარდა კამა ყოველგვარ ნიადაგზე ხარობს. ტემპერატურის მიმართაც საშუალო მომთხოვნია, მაგრამ ყინვა აზიანებს. პლანტაციის გაშენება ჯობს ზომიერად მშრალ ადგილზე, სასურველია ფოთლოვანი ხეების (ბაღის) საფარის ქვეშ. სამარცვლე პლანტაციას მეტი მოთხოვნილება აქვს ფოსფორის მიმართ, ხოლო საფოთლეს- აზოტის მიმართ. სამარცვლე პლანტაციაში აზოტშემცველი ბიო სასუქები ფრიად ზომიერად უნდა იქნეს შეტანილი: მარცვლით სარგებლობისას ჰექტარზე საკმარისია 50 კგ აზოტი, 80 კგ P2O5 და 100 კგ K2O . თესლბრუნვაში ჩართულ უნდა იქნეს სამრცვლე კულტურების შემდეგ. ერთ ადგილზე პლანტაცია რენტაბელურია 5-6 წელი, შემდეგ აუცილებელია ადგილის ცვლილება. პლანტაცია არ შეიძლება სხვა ქოლგოსნების შემდეგ გაშენდეს. დათესვამდე სასურველია თესლი კარგად გაირეცხოს და გაშრეს. ეს ზრდის აღმოცენების უნარს. სათესი ფართობი კარგად გაფხვიერებული უნდა იყოს. ითესება აპრილში. მწკრივებს შორის მანძილი-30 სანტიმეტრია, სიღრმე 2-3 სანტიმეტრი.ჰექტარზე დაახლოებით 12-14 კილოგრამი თესლია საჭირო. კამა ნელა ვითარდება, განსაკუთრებით საწყის პერიოდში, ამიტომ მოვლის მთავარი მიმართულება სარეველებთან ბრძოლაა.

დაავადებები და მავნებლები:

- ქოლგის გუდაფშუტა

- ფესვის სიდამპლე

- Fusarium solani ფუზარიოზული ჭკნობა

- ჟანგა

- ფოთლის ბუგრი

- ფოთლის ტკიპა.

სამედიცინო ნედლეულს წარმოადგენს დიდი კამას ნაყოფები. თიბვა-ლეწვა, უმჯობესია დილაობით, რადგან ნაყოფი ადვილად ცვივა.სავარაუდო საჰექტარო მოსავალი 1 ტონა. კამის თესლი ერთდროულად არ მწიფდება . თავდაპირველად მწიფდება ცენტრალური ქოლგები, დაახლოებით 15 დღის შემდეგ გვერდითი.ნაყოფს იღებენ, როცა ქოლგების 60-80 პროცენტი გამუქებულია.ნაყოფებს უნდა ქონდეს მომწვანო-მუქი ფერი, ქოლგებს კი-ნაცრისფერი. თესლი სავარაუდოდ სექტემბერში შეიძლება იქნეს აღებული (გორის რაიონის მაგალითზე). ნაყოფს ჰაერზე აშრობენ, ცეხავენ და მინარევებისაგან ასუფთავებენ.

დიდი კამის ნაყოფი და ზეთის მედიცინაში გამოყენების ძირითადი არეალია:

- ამოსახეველებელი საშუალებები

- მეტერიზმი, განსაკუთრებით ბავშვებში

- შედის ასთმის პრეპარატებში

- გასახდომ საშუალებებში

დღეს დიდი კამის ზეთისა და ნაყოფების შემცველი შემცველი მრავალი პრეპარატი და ნაკრები

გამოდის.

1. ღებულობენ მწვანე მასას - კულინარული მიზნებისათვის

2. კულინარიაში გამოიყენება ზეთიც

3. კარგი თაფლოვანია და ხშირად ფუტკრის საკვებად სპეციალურად თესავენ.

დიდი კამას ნაყოფები გამოიყენება არომატული წყლის, არომატული სპირტის, სიროფების და სიროფების და სამკურნალო ჩაის დასამზადებლად. დისლოკაციის გზით მისგან ამზადებენ არომატულ ეთერზეთს. მას, როგორც სანელებელს იყენებენ ლიქიორების, საკონდიტრო ნაწარმის, ძირითადად ნამცხვრებისა და პუდინგების დასამზადებლად. იგი პოპულარობით სარგებლობს თევზის კერძების, მაიონეზის, სუპების, საწებლების დამზადებაში, სასიამოვნო გემოს ანიჭებს კომბოსტოს მწნილს, დაკონსერვებულ კიტრს და ცივ საუზმეებს. დიდი კამას ცოცხალ ფოთლებს იყენებენ ბოსტნეულის, კომბოსტოსა და კიტრის კონსერვირებისას. ევროპული ეკო-მოთხოვნები ნედლეულზე ძალიან მკაცრია.

წყარო: medgeo.net

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 9182 | დაამატა: natia | ტეგები: კამა (ცერეცო) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: