ბადრიჯანი
ბადრიჯანი
(Solanum melongena), მრავალწლოვანი მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. სითბოსა (20-30 °C) და ტენის
მოყვარული
კულტურა. მისი სამშობლოა აღმოსავლეთი ინდოეთი. ველურად იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდოეთი, მიანმარი და სხვა), ტროპიკულ სარტყელში კულტივირებულია მრავალწლოვან მცენარედ. ამიერკავკასიის რესპუბლიკებში, რუსეთსა და უკრაინის სამხრეთით, მოლდავეთსა და შუა აზიაში მოჰყავთ ღია გრუნტზე. ნაყოფი შეიცავს (%-ობით): 7,1-11 მშრალ ნივთიერებას,
2,7 - 4 შაქარს,
0,6-1,4 ცილას,
0,1-0,4 ცხიმს,
აგრეთვე კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მარილებს. ბადრიჯანს იყენებენ საკონსერვო წარმოებასა და კულინარიაში. გავრცელებული ჯიშები: დელიკატესი 163,
დონური
14, გრძელი
იისფერი
239, სიმფეროპოლური
105, საკონსერვო
10 და სხვა. მოსავლიანობა
1530 ტ/ჰა. სუბტროპიკულ და ზომიერი ჰავის ქვეყნებში ბადრიჯანი მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი კულტურა ჩითილის გამოყვანის მეთოდით. ივ. ჯავახიშვილის ცნობით, საქართველოში ბადრიჯანი ცნობილი ყოფილა XII საუკუნემდე. ხალხური სელექციით შექმნილია ადგილობრივი ჯიშები. რესპუბლიკაში დარაიონებული ჯიშებია: გარდაბნული, ბულგარული 014, შავგვრემანი. ბადრიჯნის მავნებლებია: მინდვრის ბაღლინჯო, მახრასებრნი და სხვა. დაავადებანი: მშრალი სიდამპლე, ფილტოფთორა, ჭკნობა.
წყარო:
ka.wikipedia.org
|