ზუთხი ბროწეულის სოუსში
მასალა:
ზუთხი 2კგ.
ბროწეული 1ც.
ბროწეულის წვენი 1/2 ლ.
ქინძი 1 კონა
ნიორი 3 კბილი
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გასუფთავებული ზუთხი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და მოვხარშოთ
მარილიან წყალში (თევზი ძალიან არ გადავხარშოთ, რადგან თევზი დაიშლება). ქინძი და
ნიორი გავატაროთ, დავამატოთ მარილი, მოვასხათ ბროწეულის წვენი და კარგად ავურიოთ.
ქვაბიდან ამოვიღოთ ზუთხის ნაჭრები, მოვათავსოთ სასურველ ფორმაზე, მოვასხათ
ბროწეულის სოუსი, მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები, ქინძის ფოთლები და გავიტანოთ
სუფრაზე. (ასევე სოუს შეგვიძლია დავამატოთ ცოტა ლიმონის წვენი).
|