| 
				
			 
     ცხვრის ფეხი ტარხუნით   მასალა: ცხვრის ფეხი 1ც. ტარხუნის ფოთლები 3 კონა ხახვი 6 თავი ტყემალი 1/2 ჭიქა მშრალი თეთრი ღვინო 400გრ. ზეთი, ზღვის მარილი (ან ჩვეულებრივი) და შავი პილპილი გემოვნებით. მომზადება: ავიღოთ ცხვრის ფეხი, გავუკეთოთ ჭრილები და ამ ჭრილებში ჩავაწყოთ ტარხუნის ფოთლები, ჩავდოთ მთლიანად დიდ ქვაბში. 3  თავი ხახვი დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში. ხორცს მოვაყაროთ ხახვი, ავიღოთ ისევ 3 თავი ხახვი, გავჭრათ შუაზე და ჩავაწყოთ ხორციან ქვაბში, თავზე მოვაყაროთ ტარხუნა (რაც უფრო მეტია უკეთესია) და ტყემალი, შემდეგ დავასხათ ღვინო, მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი და ვხარშოთ 7 საათი ნელ ცეცხლზე. სურვილისამებრ გავაფორმოთ ფორთოხლით.   |