ცხელი ბუტერბროტი
ყველით
მასალა:
პური (ბატონი) 1ც.
ყველი 200გრ.
მაიონეზი 100გრ.
ნიორი 1 კბილი
კამა რამოდენიმე ძირი
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
ყველი გავხეხოთ, დავამატოთ მაიონეზი,
დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი კამა და კარგად ავურიოთ. პური დავჭრათ თხლად,
მოვათავსოთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, პურის ნაჭრებზე წავუსვათ ყველიანი
მასა, შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ 5–7 წუთი 200* ტემპერატურაზე.
|