ციმბირული პელმენი
მასალა:
ფქვილი 4 ჭიქა
კვერცხი 1ც.
ერბო ან კარაქი 100გრ.
ხორცის ფარში 500გრ.
ქონი 100გრ.
ხახვი 100გრ.
შავი პილპილი 1/2 ჩ/კ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მოვზილოთ მაგარი ცომი, გავათხელოთ მაგიდაზე, ამოვჭრათ ჭიქით რგოლები,
თითოეულ რგოლზე დავაყაროთ შიგთავსი, გადავკეცოთ და შევუკრათ გვერდები. მიიღებს ნახევარი მთვარის ფორმას.
შიგთავსის მომზადება:
ხორცის ფარში და ქონი გავატაროთ ხორსაკეპ მანქანაში, ავურიოთ დანაყილი
პილპილი, მარილი და ერბოში მოხრაკული წვრილად დაჭრილ ხახვი, ამ სატენით გატენილი
პელმენები ჩავაწყოთ მდუღარე წყალში, როცა ზემოთ ამოტივტივდებიან ამოვიღოთ ქაფქირით
ლანგარზე და ზემოდან მოვასხათ გამდნარი კარაქი ან არაჟანი. ამ კერძს უხდება
დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, მაგრამ ციმბირელებს ასეთი მწვანილი არ მოეპოვებათ და
ამიტომ ისინი ხმარობენ რომელიმე სურნელოვან საწებელს, უფრო კი შავ პილპილს აყრიან.
|