წიწილის ჩახოხბილი
მასალა:
წიწილა 600გრ.
პომიდორი 200გრ.
ხახვი 100გრ.
ნიორი 30გრ.
ქინძი 10გრ.
ოხრახუში 15გრ.
უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, აჯიკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
წიწილა გავასუფთავოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავასხათ
წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე, ბულიონი გადმოვასხათ და შევწვათ წიწილა ზეთში,
დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი ნიორი, აჯიკა, უცხო სუნელი, ხმელი
ქინძი, 2 წუთი მოვთუშოთ, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, მოვთუშოთ 5
წუთი, დავასხათ ბულიონი გემოვნებით და ვთუშოთ 5–10 წუთი. მომზადებული ჩახოხბილი
მოვათავსოთ ღრმა თეფშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი და მწვანე წიწაკა.
|