წითელი ლობიო ხორცით
მასალა:
მოხარშული წითელი ლობიო 500გრ.
ღორის ხორცი (რბილი ნაწილი ქონიანად) 400გრ.
ხახვი 1–2 თავი
ნიორი 3 კბილი
ტომატპასტა 2–3 ს/კ.
ზეთი შესაწვავად
წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადება:
ხახვი და ნიორი დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში. ხორცი დავჭრათ
წვრილად და შევწვათ, დავამატოთ მოხარშული
ლობიო, შემწვარი ხახვი+ნიორი, ტომატ–პასტა,მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და ვთუშოთ
დაახლოებით 15 წუთი.
|