თევზის კატლეტი
მასალა:
თევზი საიარა (ზეთოვანი) 1 ქილა
მოხარშული ბრინჯი 100გრ.
მოხარშული კარტოფილი 3ც.
კვერცხი 1ც.
პურის ფქვილი კატლეტის ამოსავლებად
ზეთი შესაწვავად
ხმელი სუნელები (ქინძი და სხვა), პილპილი
და მარილი გემოვნებით
მომზადება:
მოხარშული ბრინჯი, კარტოფილი და თევზი
საიარა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ ფარშს მოვაყაროთ მარილი, პილპილი,
სუნელები, დავამატოთ კვერცხი და კარგად ავურიოთ. მიღებული მასისგან გავაკეთოთ
კატლეტები, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. მომზადების შემდეგ
გავაფორმოთ ლიმონით.
|