თევზი როზმარინით, ფოლგაში გამომცხვარი
მასალა:
თევზი (ქარიყლაპია ან კალმახი) 500-700გრ.
როზმარინი 2–3 ტოტი
ხახვი 150გრ.
ლიმონი 150გრ.
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხახვი დავჭრათ ნახევარმთვარისებურად, ლიმონი დავჭრათ მრგვალად.
ფოლგაზე დავაწყოთ ცოტა ხახვი და 1–2 ნაჭერი ლიმონი. ხახვზე და ლიმონზე მოვათავსოთ
თევზი (გასუფთავებული და გამოშიგნული). თევზის მუცელში მოვათავსოთ როზმარინის
ტოტი. თევზზე დავაწყოთ ხახვი, ლიმონი, მოვაყაროთ მარილი. პილპილი, შევახვიოთ
ფოლგაში, დავდოთ გამოსაცხობ ფორმაზე, შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ 180*
ტემპერატურაზე 30–40 წუთის განმავლობაში. მომზადების შემდეგ დავჭრათ სასურველი
ზომის ნაჭრებად და სურვილისამებრ გავაფორმოთ.
|