თევზი პომიდვრის და ზეთისხილის სოუსით
მასალა:
თევზის ფილე (ორაგულის ან სხვა) 500გრ.
პომიდორი 300გრ.
ხახვი 150გრ.
ზეთისხილი 50გრ.
კვერცხი 1ც.
პურის ფქვილი თევზის ამოსავლებად
მცენარეული ზეთი შესაწვავად
მწვანილი, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა კარგად ავურიოთ,
ათვქეფილ კვერცხში ამოვავლოთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი თევზის ფილის
ნაჭრები, შემდეგ ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. ხახვი დავჭრათ
წვრილად და შევწვათ ზეთში, შემდეგ დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი,
მოვაყაროთ მარილი და ვთუშოთ 5 წუთი, 5 წუთის შემდეგ დავამატოთ მრგვალად დაჭრილი
ზეთისხილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, ამოვურიოთ და გადმოვდგათ გაზქურიდან. თეფშზე
დავაწყოთ თევზი და მოვასხათ მომზადებული სოუსი. გავაფორმოთ მწვანილით და
ზეთისხილით.
|