თევზი ნაზ სუფლეში
მასალა:
თევზის ფილე (ვარდისფერი ორაგული ან სხვა) 500გრ.
კვერცხი 2ც.
რძე 250 მლ.
კეჩუპი ან ტომატპასტა 5ს/კ.
მცენარეული ზეთი
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზის ფილე დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი,
პილპილი და გავაჩეროთ 30 წუთი, შემდეგ შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. კვერცხი ავთქვიფოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავამატოთ რძე
ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ კეჩუპი და კვლავ ავურიოთ. თევზის ნაჭრები მოვათავსოთ გამოსაცხობ
ფორმაზე, დავასხათ მომზადებული სოუსი, შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ 180*–ზე 15–20
წუთის განმავლობაში. მომზადების შემდეგ გავაფორმოთ მწვანილით.
|