თევზი მაიონეზში
მასალა:
თევზი (ნებისმიერი) 1კგ.
მაიონეზი 500გრ.
მზესუმზირის ზეთი თევზის შესაწვავად
მჭადის ფქვილი და მარილი თევზის ამოსავლებად.
სოუსი:
ნიორი 4–5 კბილი
გადადურებული წყალი დაახლოებით 1 ჭიქა
დაფქვილი წითელი ცხარე წიწაკა, მარილი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი
გემოვნებით.
მომზადება:
თევზი გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ამოვავლოთ სიმინდის
ფქვილში, შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან, გადმოვიღოთ სასურველ ჭურჭელში თავის
ცხიმიანად და მოვასხათ მომზადებული მაიონეზის სოუსი.
მაიონეზის სოუსის მომზადება:
ჯამში ჩავასხათ მაიონეზი, დავამატოთ წიწაკა, ხმელი ქინძი, ყვითელი
ყვავილი, დანაყილი ნიორი, მარილი, დავასხათ წყალი და კარგად გავძრათ ერთიანი მასის
მიღებამდე.
|