თევზი და კრევეტები ხის ჩხირზე
მასალა:
თევზის ფილე (ვარდისფერი ორაგული) 200გრ.
გასუფთავებული მოხარშული კრევეტები 100გრ.
კვერცხი 1ც.
დაფქვილი ორცხობილა (სუხარი) ან პურის ფქვილი ამოსავლებად.
მცენარეული ზეთი შესაწვავად
ლიმონის წვენი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზის ფილე დავჭრათ პატარა ზომის კუბიკებად. კვერცხი ავთქვიფოთ,
მოვაყაროთ მარილი და ამოვავლოთ თევზის ფილის ნაჭრები, შემდეგ ამოვავლოთ
ორცხობილაში (სუხარში) და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. ხის ჩხირზე ავაცვათ ჯერ შემწვარი თევზის ნაჭერი შემდეგ მოხარშული
კრევეტი, ასე გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ. მოვასხათ ლიმონის წვენი და გავაფორმოთ
ლიმონით.
|