თევზი ბერძნულად
მასალა:
თევზის ფილე (ნებისმიერი) 500გრ.
მოხარშული კვერცხი 2ც.
პომიდორი 3ც.
ხახვი 2 თავი
ნიორი 3 კბილი
გახეხილი ყველი 150გრ.
მაიონეზი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევის ფილე დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და
შევწვათ ზეთში ფქვილის გარეშე. ხახვი დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში. მოხარშული
კვერცხი დავჭრათ მრგვალად, პომიდორი დავჭრათ წვრილად, დავამატოთ დანაყილი ნიორი.
თევზი მოვათავსოთ ფორმაში, შემდეგ პომიდორი ნივრით, შემდეგ ხახვი და კვერცხი და
მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ აირღუმელში.
|