თაფლის ტორტი
„საოჯახო"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 500გრ.
კარაქი 60გრ.
შაქარი 200გრ.
თაფლი 2 ს/კ.
კვერცხი 2ც.
გამაფხვიერებელი 3 ჩ/კ.
კრემი:
ნაღები 300მლ.
სგუშონი 1 ქილა
არჟანი 500გრ.
ტოტრტზე მოსაყრელი:
შვრია 0,5 ჭიქა
კარაქი 30გრ.
შაქარი 2 ს/კ.
მომზადება:
შაქარს დავამატოთ, შაქარი, თაფლი,
დარბილებული კარაქი და გავაცხელოთ ნელ ცეცხლზე (ადუღებამდე არ მივიყვანოთ), შემდეგ
დავამატოთ გამაფხვიერებელი და ავთქვიფოთ მასა მიქსერით 10 წუთი, ამის შემდეგ
დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ 4 ტოლ ნაწილად. გამოსაცხობ
ფორმაზე დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი და ცომი გავაბრტყელოთ ხელით, შევდგათ
გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ 5–8 წუთი. (დანარჩენი ცომის სამი ნაწილიც ასევე
გამოვაცხოთ).
კრემის მომზადება:
ნაღები ავთქვიფოთ, დავამატოთ სგუშონი,
არაჟანი და კვლავ ავთქვიფოთ მიქსერით ერთიანი მასის მიღებამდე.
ტორტზე მოსაყრელის მომზადება:
კარაქი გავადნოთ ტაფაზე, დავამატოთ შვრია
და შევწვათ ორი სამი წუთის განმავლობაში, შემდეგ დავამატოთ შაქარი და ვწვათ შაქრის
გადნობამდე. გავაცივოთ და დავაქუცმაცოთ.
ტორტის აწყობა:
პირველ ფირფიტას წავუსვათ კრემი, დავაფაროთ
მეორე ფირფიტა წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მესამე ფირფიტა წავუსვათ კრენმი,
დავაფაროთ მეოთხე ფირფიტა კვლავ წავუსვათ კრემი და ზევიდან და ირგვლივ მოვაყაროთ
მომზადებული მოსაყრელი. გავაჩეროთ რამოდენიმე საათი და მზადაა.
|