თაფლის ორცხობილა
მასალა:
თაფლი 1/2 ჭიქა
შაქარი 1/2 ჭიქა
მცენარეული ზეთი 3 ს/კ.
პურის ფქვილი 2 ჭიქა
საფუარი (დროჟი) 1 ჩ/კ.
ვანილი 1ც.
ნუში 50გრ.
დარიჩინი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თაფლს დავამატოთ შაქარი, მარილი, ზეთი, გავაცხელოთ და გავაცივოთ 40*С–მდე,
შემდეგ დავამტოთ ვანილი, დარიჩინი, ფქვილი, საფუარი (საფუარი გავხსნათ ცოტა
რაოდენობის წყალში) და მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ თხლად
(სისქით 1სმ), მოვაპკუროთ ტკბილი წყალი
(წყალში გახსნილი შაქარი), დავჭრათ სპეციალური საჭრელის საშუალები (ან ჭიქით),
გავაფორმოთ ნუშით, მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე, შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ
10–12 წუთი.
|