თაფლიანი პონჩიკი ბათუმურად
მასალა:
კვერცხი 4ც.
პურის ფქვილი 3 ჭიქა
სოდა 1 ჩ/კ.
კეფირი (შეიძლება იოგურტიც) 1 ჭიქა
ვანილი 1ც.
შაქარი 3–4 ს/კ.
თაფლი გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილი გავცრათ. პატარა ჯამში ჩავასხათ კეფირი, დავამატოთ შაქარი,
სოდა, ცოტა მარილი, ვანილი, კარგად ავურიოთ და მიღებული მასა დავამატოთ გაცრილ
ფქვილს (თუ ცომი თხელი გამოვიდა შეგვიძლია დავამატოთ ფქვილი). მიღებულ ცომს
გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას რამოდენიმე საათით. პონჩიკის ცომი უნდა
იყოს სქელი (როგორიც ცხიმიანი არაჟანი, ცომი კოვზიდან ძნელად უნდა ჩამოცურდეს,
არუნდა ჩამოისხას). ქვაბში ჩავასხათ ზეთი, დავდგათ გაზქურაზე, კარგად გავაცხელოთ,
შემდეგ დავუწიოთ გაზქურას და ცხელ ზეთში სუფრის კოვზით ჩავუშვათ ცომი. შევწვათ
მომზადებამდე. შემდეგ გავაცხელოთ პატარა ქვაბში თაფლი, ჩავასხათ რამოდენიმე კოვზი
წყალი და ავურიოთ. მომზადებულ პონჩიკებს კოვზით დავასხათ თბილი თაფლი და გავაჩეროთ
რამოდენიმე წუთით.
|