მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » ტორტი „სამი მუშკეტერი“
18:09
ტორტი „სამი მუშკეტერი“



ტორტი „სამი მუშკეტერი"

 

მასალა:

ფირფიტა:

თითოეულ ფირფიტას ვაცხობთ ცალცალკე თავდაპირველად

კვერცხი 3ც. + 1ც. კვერცხის ცილა

შაქარი 4ს/კ.

პურის ფქვილი  4ს/კ.

სოდა დანის წვერით

+ პირველი ფირფიტისთვის 0,5 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი

+ მეორე ფირფიტისთვის 3 ს/კ. ყაყაჩოს მარცვლები

+ მესამე ფირფიტისთვის 0,5 ჭიქა ქიშმიში.

 

დასანამი:

წყალი 60მლ.

შაქარი 1 ს/კ.

კონიაკი 1 ს/კ.

 

კრემი:

სგუშონი 170მლ.

წყალი 70მლ.

კვერცხის გული (ყვითრი) 3ც.

კარაქი 280გრ.

ხალვა 60გრ.

ვანილი გემოვნებით.

 

მინანქარი (გლაზური):

რძე 3 ს/კ.

შაქარი 3 ს/კ.

კაკაო 3 ს/კ.

კარაქი 50გრ.

ვანილი გემოვნებით.

 

მომზადება:

ბისკვიტის მომზადება:

3 კვერცხი გავტეხოთ და ბრთხილად განვაცალკევოთ ერთმანეთისგან ცილა და კვერცხის გული. 3+1ც. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ შაქარი და კვლავ ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ კვერცხის გულები (ყვითრი), კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, სოდა, კარგად ავურიოთ, დავამატოთ დაჭრილი ნიგოზი და კვლავ ავურიოთ.(დანარჩენი 2 ფირფიტაც მოვამზადოთ ასევე, მხოლოდ ნიგოზის მაგივრად ერთს ვუქნათ ქიშმიში, ხოლო მეორეს ყაყაჩოს მარცვლები). გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი, ჩავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი, კვლავ წავუსვათ კარაქი, ჩავასხათ ცომი (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე 20–25 წუთის განმავლობაში. (ცომის სამივე ნაწილი გამოვაცხოთ ცალცალკე).

 

დასანამის მომზადება:

შაქარს დავასხათ ადუღებული წყალი და გავაცივოთ, შემდეგ დავამატოთ კონიაკი. (დასანამის რაოდენობა შეგვიძლია გავზარდოთ სურვილისამებრ).

 

კრემის მომზადება:

სგუშონს დავამატოთ წყალი, ავადუღოთ, შემდეგ დავამატოთ ათქვეფილი კვერცხის გული (ყვითრი), ავურიოთ და ვხარშოთ წყლის აბაზანაზე ან ნელ ცეცხლზე სქელი ქაშის კონსისტენციის მიღებამდე. შემდეგ გავაცივოთ და ავთქვიფოთ კარაქთან ერთად,  დავამატოთ მიქსერით ათქვეფილი ხალვა, ვანილი და კვლავ ავთქვიფოთ მიქსერით ან დავაბლენდეროთ.

 

მინანქარის (გლაზურის) მომზადება:

შაქარს დავამატოთ კაკო, რძე და წამოვადუღოთ, შემდეგ გადმოვდგათ ავურიოთ კარაქი და ვანილი. (ტორტს მოვასხათ ცხლად და წყალში დასველებული დანით გავათანმაბროთ).

 

ტორტის აწყობა:

სასურველ ფორმაზე დავდოთ გამომცხვარი ბისკვიტი, შემდეგ დავნამოთ, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ფირფიტა, დავნამოთ და კვლავ წავუსვათ კრემი, შემდეგ დავადოთ მესამე ფირფიტა კვლავ დავნამოთ და წავუსვათ კრემი, თავზე მოვასხათ მინანქარი (გლაზური).

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 2191 | დაამატა: natia | ტეგები: ტორტი „სამი მუშკეტერი“ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 dea  
0
as gaigeb erti zogi ras edzaxis da zogi ras me pirada lakomlas vedzaxi,zogi rijikasac edzaxis iqidan gamomdinarero yayachos marcvlebis magivrad kakao uketdeba

სახელი *:
Email *:
კოდი *: