მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » ტორტი „სამი ბრძენი“
17:47
ტორტი „სამი ბრძენი“


ტორტი „სამი ბრძენი"

 

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 1 ჭიქა

მოხარშული სგუშონი 1 ქილა

კვერცხი 2ც.

გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.

 

კრემი:

მოხარშული სგუშონი 1 ქილა

ნაღები 500მლ.

ნიგოზი და ნუში გემოვნებით.

 

მომზადება:

სგუშონი ავთქვიფოთ კვერცხთან ერთად დაახლოებით 5 წუთი, დავამატოთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და კარგად ავურიოთ ხელის სათქვეფით ერთიანი მასის მიღებამდე. (ცომი უნდა გამოვიდეს ალადის ცომზე ოდნავ სქელი). მომზადებული ცომი გავყოთ სამ ტოლ ნაწილად. გამოსაცხობ ფორმაში ჩავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი, ჩავასხათ მომზადებული ცომი (ცომის სამივე ნაწილი გამოვაცხოთ ცალცალკე), შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ 180–200* ტემპერატურაზე დაახლოებით 10–15 წუთი. 

 

კრემის მომზადება:

ნაღები ავთქვიფოთ, ნელნელა დავამატოთ სგუშონი და ვთქვიფოთ მიქსერით ერთიანი მასის მიღებამდე. 

 

ტორტის აწყობა:

მომზადებულ ფირფიტას წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მოხალული დაჭრილი ნიგოზი, დავაფაროთ მეორე ფირფიტა, კვლავ წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ ნიგოზი, დავაფაროთ მესამე ფირფიტა, წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი, ნუში და გავაფორმოთ მთლიანი ნუშით და ნიგვზით. ტორტი შევდგათ მაცივარში ერთი დღით.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 1764 | დაამატა: natia | ტეგები: ტორტი „სამი ბრძენი“ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: