მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » ტორტი „პრაღა“
17:45
ტორტი „პრაღა“


ტორტი „პრაღა"

 

მასალა:

არაჟანი 200გრ.

სგუშონი 1/3 ქილა

კვერცხი 3ც.

შაქარი 100გრ.

გამაფხვიერებელი 1,5 ჩ/კ.

პურის ფქვილი 2 ჭიქა ან 270გრ.

კაკაო 2–3 ს/კ.

 

კრემი:

კარაქი 200გრ.

კაკაო 1–2 ს/კ.

სგუშონი 1 ქილა

 

დასანამი:

წყალი 60მლ.

შაქარი 1 ს/კ.

კონიაკი 1 ს/კ.

 

მინანქარი (გლაზური):

კაკაო 8 ჩ/კ.

რძე 150მლ.

შაქარი 150გრ.

კარაქი 100გრ.

 

მომზადება:

არაჟანი და სგუშონი ავურიოთ ერთმანეთში. ფქვილს ავურიოთ კაკაო და გამაფხვიერებელი. კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად გათეთრებამდე, დავამატოთ არაჟანი+სგუშონი, ფქვილი+კაკაო+გამაფხვიერებელი, ავთქვიფოთ მიქსერით, ნელ სიჩქარეზე. მომზადებული ცომი გავყოთ სამ ტოლ ნაწილად. გამოსაცხობ ფორმაში ჩავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი, ჩავასხათ მომზადებული ცომი (ცომის სამივე ნაწილი გამოვაცხოთ ცალცალკე), შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ 180–200* ტემპერატურაზე დაახლოებით 10–15 წუთი. (ფირფიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ასანთის ღერით, თუ ასანთის ღერს ცომი არ ეკრობა ესეიგი ფირფიტა მზად არის).

 

კრემის მომზადება:

დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ კაკაოსთან ერთად, დავამატოთ სგუშონი და კვლავ ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე. 

 

დასანამის მომზადება:

შაქარს დავასხათ ადუღებული წყალი და გავაცივოთ, შემდეგ დავამატოთ კონიაკი. (დასანამის რაოდენობა შეგვიძლია გავზარდოთ სურვილისამებრ).

 

მინანქარის (გლაზურის) მომზადება:

კაკაოს დავამატოთ რძე, შაქარი, ავურიოთ და ვხარშოთ 25 წუთი, ხარშვის ბოლოს დავამატოთ კარაქი და კარგად ავურიოთ.

 

ტორტის აწყობა:

თითოეულ გაცივებული ფირფიტა დავნამოთ და წავუსვათ კრემი, ბოლო ფენა დავნამოთ, წავუსვათ კრემი და მოვასხათ გაცივებული გლაზური (გლაზური დავასხათ ტოტრის ცენტრში და დანით მოვუსწოროთ თავი და გვერდები). (გლაზურის ნაწილი შევინახოთ საყინულეში და როდესაც გაიყინება ცოტათი ავთქვიფოთ და მოსართავი საშუალებით მოვრთოთ ტორტი).

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 3110 | დაამატა: natia | ტეგები: ტორტი „პრაღა“ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: