მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » ტორტი „ქალის თითები“
18:04
ტორტი „ქალის თითები“


ტორტი „ქალის თითები"

 

მასალა:

ცომი:

წყალი 1 ჭიქა

პურის ფქვილი 1 ჭიქა

კარაქი ან მარგარინი 100გრ.

კვერცხი 4ც.

ცოტა მარილი.

 

კრემი:

კვერცხი 3ც.

შაქარი 1,5 ჩ/ჭ.

ფქვილი 6 ს/კ.

კარაქი 200გრ.

რძე 1,5ლ.

ვანილი 1ც.

 

მინანქარი (გლაზური):

რძე 3 ს/კ.

შაქარი 3 ს/კ.

კაკაო 3 ს/კ.

კარაქი 50გრ.

ვანილი გემოვნებით.

 

მომზადება:

ქვაბში ჩავასხათ წყალი, კარაქი, მარილი, ავადუღოთ, დავამატოთ ფქვილი და სწრაფად ავურიოთ. მოვამზადოთ ცომი, გადმოვდგათ გაზქურიდან, ცოტათი გავაცივოთ, ავთქვიფოთ კვერცხი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. გამოსაცხობ ფორმაზე, დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი და მოსართავი ფორმის საშუალებით მომზადებული ცომი მოვათავსოთ პატარა ფორმებად, შევდგათ აირღუმელში და გამოვაცხოთ მომზადებამდე. გამოცხობის შემდეგ, თითოეული ნამცხვარი გავჭრათ შუაზე, მოვათავსოთ სასურველ ფორმაში, მოვასხათ მოხარშული კრემი, შევდგათ მაცივარში 1 ღამით, შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან, გადმოვაბრუნოთ თეფშზე და მოვასხათ გლაზური.

 

კრემის მომზადება:

კვერცხის გულისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ ფქვილი, ადუღებული რძე და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. დუღილისას კრემს ვურევთ განუწყვეტლივ ხის კოვზით. შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ, დავუმატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი და კვლავ ავთქვიფოთ.

 

მინანქარის (გლაზურის) მომზადება:

შაქარს დავამატოთ კაკო, რძე და წამოვადუღოთ, შემდეგ გადმოვდგათ ავურიოთ კარაქი და ვანილი.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 1818 | დაამატა: natia | ტეგები: ტორტი „ქალის თითები“ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: