ტორტი „ჰაეროვანი
სნიკერსი"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 3 ჭიქა
კვერცხი 6ც.
შაქარი 1,5 ჭიქა
მარგარინი (დარბილებული) 250გრ.
მაიონეზი 1 ს/კ.
1 ჩ/კ. სოდა ათქვეფილი 1 ს/კ. ლიმონის წვენში
ვანილი გემოვნებით.
კრემი:
კარაქი 200გრ.
მოხარშული სგუშონი 1 ქილა
ნიგოზი გემოვნებით.
მინანქარი (გლაზური):
რძე 3 ს/კ.
შაქარი 3 ს/კ.
კაკაო 3 ს/კ.
კარაქი 50გრ.
ვანილი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხის ცილა და ყვითრი განვაცალკევოთ ერთმანეთისგან, ცილა
შევინახოთ, ხოლო ყვითრი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ მარგარინი, მაიონეზი,
ათქვეფილი სოდა ლიმონის წვენში, ავურიოთ და მოვზილოთ რბილი ცომი. მომზადებული ცომი
გავყოთ სამ ტოლ ნაწილად, დავამრგვალოთ და შევდგათ მაცივარში (საყინულეში) 30 წუთი.
ამ დროის განმავლობაში, მოვამზადოთ ბეზე: 6 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე,
ნელნელა დავამატოთ შაქარი და კვლავ ავთქვიფოთ. მომზადებული ცომის ერთი ბურთი
გამოვიღოთ საყინულიდან და გამოსაცხობ ფორმაზე გავაბრტყელოთ თითებით, შემდეგ კოვზით
წავუსვათ მომზადებული ბეზეს 1/3 ნაწილი და გამოვაცხოთ აირღუმელში 110–150*
ტემპერატურაზე 40–50 წუთი (შებრაწვამდე). ასევე გამოვაცხოთ დანარჩენი ორი ცომი
(ფირფიტა). მომზადებულ ფირფიტას წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მოხალული დაჭრილი
ნიგოზი, დავაფაროთ მეორე ფირფიტა, კვლავ წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ ნიგოზი,
დავაფაროთ მესამე ფირფიტა, მოვასხათ მინანქარი (გლაზური) და მოვაყაროთ ნიგოზი.
კრემის მომზადება:
კარაქი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ სგუშონი და
კარგად ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.
მინანქარის (გლაზურის) მომზადება:
შაქარს დავამატოთ კაკო, რძე და წამოვადუღოთ, შემდეგ გადმოვდგათ
ავურიოთ კარაქი და ვანილი.
|