ტორტი „ჭინანჭველის
ბუდე"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 3,5–4 ჭიქა
მარგარინი 250გრ.
შაქარი 0,5 ჭიქა
არაჟანი 0,5 ჭიქა
1 ჩ/კ. სოდა 1 ს/კ. ძმარში ათქვეფილი.
კრემი:
კარაქი 200გრ.
მოხარშული სგუშონი 1 ქილა.
ნიგოზი, თხილი და ნუში გემოვნებით.
მომზადება:
პურის ფქვილს დავამატოთ გამდნარი მარგარინი, შაქარი, არაჟანი,
სოდა–ძმრით და მოვზილოთ ცომი. მომზადებული ცომისგან გავაკეთოთ 5 ცალი ბურთი,
შევდგათ მაცივარში (საყინულეში) 2 საათით, შემდეგ თითოეული ბურთი გავხეხოთ სახეხით
ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, გამოვაცხოთ აირღუმელში 200* ტემპერატურაზე
ოქროსფერი ფერის მიღებამდე. გამოცხობის შემდეგ მოვათავსოთ სასურველ ფორმაში, ხელით
დავაქუცმაცოთ, მოვასხათ კრემი, დავამატოთ დაჭრილი ნიგოზი, ნუში, თხილი (შეგვიძლია
დაუჭრელად ჩავყაროთ), კარგად ავურიოთ და მოვათავსოთ თეფშზე მრგვალად (მთასავით) და
მოვაყაროთ გატარებული ნიგოზი, ნუში და თხილი. შევდგათ მაცივარში გასაცივებლად.
კრემის მომზადება:
კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ მოხარშული სგუშონი და
კვლავ ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.
|