ტორტი „ზანგი ქაფში"
მასალა:
კვერცხი 2ც.
შაქარი 2 ჭიქა
არაჟანი 700გრ.
მურაბა 1 ჭიქა (სასურველია მუქი იყოს, თუ დიდი ხილის მურაბაა მაშინ
გავცხრილოთ)
პურის ფქვილი 2 ჭიქა
კაკაო 3–4 ს/კ.
სოდა 1 ს/კ.
ნიგოზი 1 ჭიქა
ჩაი ან ნებისმიერი ტკბილი წვენი დასანამად 1 დიდი ჭიქა
გატარებული ნიგოზი, გახეხილი შოკოლადი და ქიშმიში მოსართავად.
ბისკვიტის მომზადება:
დიდ ჯამში ავთქვიფოთ კვრცხი, 1 ჭიქა შაქარი, მურაბა და გატარებული
ნიგოზი, შემდეგ დავამატოთ სოდა, კაკაო, შემდეგ დავამატოთ 200გრ. არაჟანი და
ფქვილი, განუწყვეტლივ ვურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე. მომზადებული მასა ჩავასხათ
გამოსაცხობ ფორმაში (გამოსაცხობ ფორმაში სანამ
ჩავასხამთ ბისკვიტის ცომს, ჩავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი
და გავაცეხლოთ) და შევდგათ 220* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში აღნიშნულ
ტემპერატურაზე ვაცხოთ 15 წუთი, შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურას 200*–მდე, ვაცხოთ
კიდევ 20 წუთი. შემდეგ გამოვიღოთ გაზქურიდან, მოვაცილოთ პერგამენტის ქაღალდი,
გავაცივოთ და გავჭრათ შუაზე და დავნამოთ ან ჩაის ფერით ან რამე ნებისმიერი ტკბილი
წვენით (უნდა დავნამოთ ტორტის ორივე ნაწილი).
კრემის მომზადება:
დარჩენილი 1 ჭიქა შაქარი მიქსერის საშუალებით გადავაქციოთ შაქრის
პუდრათ. 500გრ. არაჟანი ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად ერთიანი მასის
მიღებამდე. მომზადებული კრემი წავუსვათ გაჭრილ ბისკვტს, დავაფაროთ მერე ნაწილი და
თავზეც და გვერდებზეც წავუსვათ კრემი. თავზე მოვაყაროთ გატარებული ნიგოზი,
გახეხილი შოკოლადი და ქიშმიში.
|