ტორტი „სასწაული"
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 2,5 ჭიქა
კარაქი 60გრ.
შაქარი 1 ჭიქა
თაფლი 2 ს/კ.
კვერცხი 3ც.
არაყი 2 ს/კ.
სოდა 1 ჩ/კ.
კრემი:
არაჟანი 450–500გრ.
შაქარი 1 ჭიქა.
მომზადება:
დარბილებულ კარაქს დავამატოთ შაქარი, ათქვეფილი კვერცხი, თაფლი,
არაყი, სოდა, ვურიოთ 3 წუთი სანამ არ გათეთრდება. უნდა გაიზარდოს 2–3–ჯერ, დავამატოთ
2,5 ჭიქა პურის ფქვილი, მაგიდაზე მოვაყაროთ ნახევარი ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
მომზადებული ცომი გავყოთ 6–7 ნაწილად, თითოეული გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ აირღუმელში.
გამოცხობის შემდეგ დავკრემოთ ცხლად, ტავზე მოვაყაროთ დაფხვნილი ფირფიტა.
კრემის მომზადება:
არაჟანი ავთქვიფოთ შაქართან ერთად მიქსერით.
|