ტორტი „ლიმონის
ფანტაზია"
მასალა:
ბისკვიტი:
კვერცხი 5ც.
პურის ფქვილი 1 ჭიქა
შაქარი 3/4 ჭიქა
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.
1ც. ლიმონის ცედრა (გახეხილი ლიმონის კანი).
ბეზე:
კვერცხის ცილა 3ც.
შაქარი 3/4 ჭიქა
დაჭრილი ნიგოზი 3/4 ჭიქა
კრემი:
კვერცხის გული (ყვითრი) 3ც.
ლიმონის წვენი 1/3 ჭიქა
შაქარი 1/2 ჭიქა
კარაქი 60–70გრ.
ტკბილი ნაღები 375მლ.
დასანამი:
ლიმონის წვენი, შაქარი და არაყი
გემოვნებით.
ტორტზე მოსასხმელად:
შავი შოკოლადი 300გრ.
მომზადება:
ბისკვიტის მომზადება:
5 ცალი კვერცხი განვაცალკევოთ ერთმანეთისაგან ცალკე ცილა და ცალკე
გული. ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილა გათეთრებამდე, ნელნელა დავამატოთ შაქარი,
კარგათ ავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ ნელნელა კვერცხის გულები, ფქვილი, ლიმონის
ცედრა, გამაფხვიერებელი და კვლავ ვთქვიფოთ 3 წუთი. მომზადებული ცომი ჩავასხათ
პერგამონტ ჩაფარებულ კარაქწასმულ
გამოსაცხობ ფორმაში, შევდგათ გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ 180*
ტემპერატურაზე 12–13 წუთი (ან რამდენიც დასჭირდება).
ბეზეს მომზადება:
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შემდეგ ნელნელა დავამატოთ
შაქარი და კარგად ავთქვიფოთ შაქარის მთლიან გაძვრამდე. შემდეგ დავამატოთ ნიგოზი,
ავურიოთ, მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაშროთ აირღუმელში 110*
ტემპერატურაზ 1,5 საათი.
კრემის მომზადება:
კვერცხის გულს დავამატოთ შაქარი და
ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით, დავამატოთ ლიმონის წვენი, ავურიოთ და ნელ ცეცხლზე
ვადუღოთ შესქელებამდე. შემდეგ გავაცივოთ, დავამატოთ კარაქი, ავთქვიფოთ და შევდგათ მაცივარში,
სასურველია მთელი ღამით. ნაღები ავთქვიფოთ, დავამატოთ ცალკე ათქვეფილი შენახული
ლიმონის მასა და კარგად ავურიოთ.
ტორტის აწყობა:
შოკოლადი გავადნოთ. გამომცხვარი ბეზე
გავყოთ შუაზე ორ ნაწილად, ბეზის ერთ ნაწილს წავუსვათ გამდნარი შოკოლადი დანის
საშუალებით, შევდგათ მაცივარში 5–10 წუთით. გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე,
დავნამოთ, წავუსვათ კრემი, დავადოთ ბეზეს ფირფიტა (შოკოლადით ქვევით), წავუსვათ
კრემი, შემდეგ დავადოთ ბისკვიტი, დავნამოთ, წავუსვათ კრემი, დავადოთ ბეზეს ფირფიტა
და მოვასხათ გამდნარი შოკოლადი.
|