ტორტი „ჩიტის რძე"
მასალა:
კვერცხი 16ც.
შაქარი 3,5 ჭიქა
პურის ფქვილი 2 ჭიქა + 1 ს/კ.
ჟელატინი 40გრ.
რძე 1 ჭიქა + 3 ს/კ.
კარაქი 350გრ.
ვანილი გემოვნებით.
მინანქარი (გლაზური):
კარაქი 100გრ.
რძე 6 ს/კ.
შაქარი 1 ჭიქა
კაკაო 7 ს/კ.
მომზადება:
6 ცალი კვერცხი განვაცალკევოთ ერთმანეთისაგან ცალკე ცილა და ცალკე
გული. ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილა გათეთრებამდე, ნელნელა დავამატოთ 1,5 ჭიქა
შაქარი, ავთქვიფოთ, შემდეგ ისევ ნელნელა დავამატოთ კვერცხის გულები, ფქვილი და
კარგად ავურიოთ. მომზადებული ცომი ჩავასხათ პერგამონტ ჩაფარებულ კარაქწასმულ
გამოსაცხობ ფორმაში, შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში (ან
რამდენიც დასჭირდება). ჟელატინი გავძრათ 150 გრამ ცივ ანადუღარ წყალში, გავაჩეროთ
30 წუთი. (10 ცალი კვერცხი განვაცალკევოთ ერთმანეთისაგან ცალკე ცილა და ცალკე
გული). 10ც. კვერცხის გული ავთქვიფოთ 1 ჭიქა შაქართან ერთად, დავასხათ რძე, ავურიოთ,
დავამატოთ 1 ჭიქა ფქვილი, კვლავ ავურიოთ და წყლის აბაზანაზე ავადუღოთ, შემდეგ მასა
გავაცივოთ, დავამატოთ კარაქი, ვანილი და კარგად ავთქვიფოთ.
ჟელატინი გავაცივოთ, გავძრათ. კვერცხის
ცილები ავთქვიფოთ 1 ჭიქა შაქართან ერთად, დავამატოთ ჟელატინი და კარგად ავურიოთ. მომზადებული
მასა ავურიოთ მომზადებულ კრემს.
მინანქარის (გლაზურის) მომზადება:
კაკაოს დავამატოთ რძე, შაქარი, ავურიოთ და ვხარშოთ 25 წუთი, ხარშვის
ბოლოს დავამატოთ კარაქი და კარგად ავურიოთ.
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ბისკვიტი გავყოთ შუაზე,
ბისკვიტის ერთ ნაწილზე დავასხათ მთლიანი კრემი და შევდგათ მაცივარში. როდესაც
კრემი გაცივდება, დავაფაროთ მეორე ფირფიტა და მოვასხათ მინანქარი (გლაზური).
|