მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 22 » სტაფილოს და ნუშის ტორტი
17:55
სტაფილოს და ნუშის ტორტი


სტაფილოს და ნუშის ტორტი

 

მასალა:

ცომი:

პურის ფქვილი 250გრ.

კარაქი 100გრ.

შაქრის პუდრა 70გრ.

მცენარეული ზეთი 100მლ.

კვერცხი 4ც. (კვერცხი და ცილა განვაცალკევოთ)

1/2 ლიმონის ცედრა (გახეხილი ლიმონის კანი)

გამაფხვიერებელი 1/2 პაჩკა

დაფქვილი ნუში 125გრ.

გახეხილი სტაფილო 125გრ.

ლიმონის წვენი 1 ჩ/კ.

 

კრემი:

რძე 250გრ.

კარაქი 160გრ.

პურის ფქვილი 30გრ.

შაქარი 100გრ.

ვანილი გემოვნებით.

 

მინანქარი (გლაზური):

შოკოლადი 120გრ.

კარაქი 30გრ.

 

მომზადება:

კარაქი ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან ერთად, ნელნელა დავამატოთ კვერცხის გული, ზეთი და ლიმონის ცედრა, კარგად ავურიოთ დავამატოთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელში არეული, გახეხილი სტაფილო, დაფქვილი ნუში და კარგად ავურიოთ. შემდეგ ცალკე ჯამში კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ ლიმონის წვენი, კარგად ავურიოთ და მომზადებული მასა ნელნელა გადავურიოთ ცომს. გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ ფქვილი, მოვათავსოთ ფორმაზე მომზადებული ცომი, შევდგათ აირღუმელში და ვაცხოთ 180* ტემპერატურაზე 35 წუთი (ან რამდენიც დასჭირდება).

 

კრემის მომზადება:

30 გრამ კარაქში შევწვათ პურის ფქვილი, დავასხათ რძე, განუწყვეტლივ ვურიოთ, ვხარშოთ სქელი მასის მიღებამდე, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან და გადავურიოთ დარჩენილი კარაქი (კარაქი ავთქვიფოთ შაქართან და ვანილთან ერთად). 

 

მინანქრის (გლაზურის) მომზადება:

შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე (ან ნელ ცეცხლზე) კარაქთან ერთად.

 

ტორტის აწყობა:

გამომცხვარი ფირფიტა გავჭრათ ორ ნაწილად შუაზე, შუაში წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნაწილი, წავუსვათ კრემი და მოვასხათ მინანქარი (გლაზური).

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 1342 | დაამატა: natia | ტეგები: სტაფილოს და ნუშის ტორტი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: