სპაგეტის პიცა
მასალა:
მაკარონი (სპაგეტი) 150გრ.
ზეთი 100მლ.
ყველი 300გრ.
პომიდორი 4ც.
ძეხვი 50გრ.
ნიორი 1–2 კბილი
წიწაკა, მწვანილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მაკარონი მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი დუშლაკზე, შემდეგ
მოვათავსოთ სასურველ ჭურჭელში. კვერცხი ავთქვიფოთ, მოვაყაროთ მარილი, წვრილად
დაჭრილი ნიორი და მწვანილები და ავურიოთ მაკარონში. გამოსაცხობი ფორმა გავაცხელოთ,
მოვათავსოთ მაკარონი და შევწვათ ორივე მხრიდან, შემდეგ მაკარონის ზემოდან მოვათავსოთ
მრგვალად დაჭრილი ძეხვი, ხოლო ძეხვზე მოვათავსოთ მრგვალად დაჭრილი პომიდორი,
მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და გახეხილი ყველი, შევდგათ აირღუმელში და როდესაც ყველი
გადნება გამოვიღოთ აირღუმელიდან. გავაფორმოთ მწვანილით.
|