სპაგეტი ტომატის
სოუსში
მასალა:
მაკარონი (სპაგეტი)1ც.
პომიდორი 3ც.
ტომატპასტა 2ს/კ.
ხახვი 1–2 თავი
ნიორი 2 კბილი
რეჰანი, ქონდარი და თავშავა
(ხმელი) თითოეული ნახევარი ჩაის კოვზი
ზეთი მოსათუშად
კინძი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მაკარონი (სპაგეტი) მოვხარშოთ. ხახვი და
ნიორი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, დავამტოთ დაბლენდერებული პომიდორი
(კანგაცლილი) და ვთუშოთ 5 წუთი, შემდეგ დავამტოთ ტომატპასტა, რეჰანი, ქონდარი, თავშავა,
მარილი, კარგად ავურიოთ და ვთუშოთ 10 წუთი. მომზადების შემდეგ სოუსი მოვასხათ
მაკარონს და თავზე მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი.
|