სპაგეტი ხორცით და ბოსტნეულით
მასლა:
მაკარონი (სპაგეტი) 100გრ.
ხორცი (ღორის, ძვლის გარეშე) 50გრ.
ბულგარული წიწაკა კუბიკებად დაჭრილი 100გრ.
პარკი ლობიო 100გრ.
ხახვი 1 თავი
ნიორი 5 კბილი
ტომატპასტა 1–2 ს/კ.
ხმელი რეჰანი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
სპაგეტი
მოვხარშოთ მარილიან წყალში, გადავავლოთ ცივი წყალი და მოვათავსოთ სასურველ
ჭურჭელში. ხორცი დავჭრათ წვრილად და შევწვათ ტაფაზე, დავამატოთ
ნახევარმთვარისებურად დაჭრილი ხახვი, როცა ხახვი შეიწვაება დავამატოთ კუბიკებად
დაჭრილი ბულგარული წიწაკა და დატეხილი პარკი ლობიო, დავაფაროთ თავზე და როცა
ბოსტნეული კარგად ჩაითუშება, დავამატოთ რეჰანი, დაჭრილი ნიორი, ტომატ–პასტა,
მოვაყაროთ მარილი კარგად ავურიოთ და ვთუშოთ კიდევ რამოდენიმე წუთი.
მომზადებული ხორცი+ბოსტნეული მოვათავსოთ
მოხარშულ სპაგეტთან.
|