სპაგეტი ბადრიჯნის სოუსით
მასალა:
მაკარონი (სპაგეტი) 250გრ.
ბადრიჯანი 2ც.
პომიდორი 3ც.
ნიორი 2 კბილი
მცენარეული ზეთი შესაწვავად
კამა გასაფორმებლად
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მაკარონი მოვხარშოთ მარიან წყალში, გადმოვიღოთ დუშლაკზე შემდეგ
სასურველ ფორმაზე. ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალად, მოვაყაროთ მარილი, გავწუროთ და
შევწვათ ზეთში დაჭრილ ნიორთან ერთად (რამოდენიმე შემწვარი ბადრიჯანი შვინახოთ
გასაფორმებლად), დავამატოთ დაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ვთუშოთ
10 წუთის განმავლობაში. მომზადებული სოუსი მოვასახათ მოხარშულ მაკარონს და
გავაფორმოთ ბადრიჯნით და მწვანილით.
|